თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თბილისში, თემქაზე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მცირეწლოვანი ბავშვთა მე-3 საავადმყოფოში ტრავმებით გადაიყვანეს. ამ წუთებში ბავშვს გამოკვლევები უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებებს გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"