"ბავ­შვი მძი­ნა­რე და­ტო­ვა... მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ვი­და და ეს დახვდა" - რას ყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"ბავ­შვი მძი­ნა­რე და­ტო­ვა... მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ვი­და და ეს დახვდა" - რას ყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ თვითმხილველები ახალ დეტალებს ყვებიან. მეზობლების ინფორმაციით, მერვე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი და მისი დედა მათ კორპუსში საცხოვრებლად დაახლოებით 4-5 თვის წინ გადმოვიდნენ და მარტო ცხოვრობდნენ.

თვითმხილველები უბედური შემთხვევის მომენტსაც იხსენებენ:

"თითქოს, რაღაც აფეთქდა ისეთი ხმა იყო, ხმაზე ჩემი თანამშრომელი გამოვიდა, რომ გამოვიხედეთ არაფერი იყო... მერე კივილის ხმაზე გამოვედით და ვნახეთ ბავშვი იყო ძირს გადმოვარდნილი. დედას უკვე ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა.

დედა იყო მარტო, არც გამვლელი და გამომვლელი... ინგლისურად ყვიროდა - სასწრაფოს გამოუძახეთო, სასწრაფო მალე მოვიდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო...", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა თამარ შენგელიამ. სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გაგრძელება