"დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ"
25-05-2019
"დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ"
დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ , - აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

მისივე განცხადებით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა კომპლექსი არის საქართველოს 15 საუკუნოვანი სასულიერო- საგანმანათლებლო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ყოფის ბალავარი, დედაბოძი, წარსული დიდების, ღვაწლის შეუვალი მთხრობელი. ხვალინდელი დღის იმედი და მომავალი.

"ეს არის საქართველოს, ქართველი ერის ისტორია! საკმარისია, 1921 წელს დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, რომელიც ბოლშევიკურმა საბჭოთა
ხელისუფლებამ დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, როდესაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ყოვლად უსამართლო გასხვისება, ქართული სახელმწიფოს და მისი ერის ნასისხლარი, ნაცრემლები მიწის ჩეხვა და თელვა. დავით-გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ! ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო", -
წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი ( იარაჯული).

"ინტერპრესნიუსი"




ნინო
26 მაისი 2019 16:38
ამ განსაცდელმა იქნებ გამოაცოცხლოს და გააერთიანოს ქართველი ერი.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?