თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა - კვირის პალიტრა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა. რკინის კონსტრუქცის მონტანჟი თელავის თეატრის წინ წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით დასრულდა. თუმცა კონსტრუქცია მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა.

მომხდარზე თელავის მერიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და შესაბამისად, პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ.

თელავის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქრო რაზმაძე კი არ გამორიციხავს, რომ ინციდენტის გამო, დაგეგმილი პროგრამა შეიცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"