რუსეთის დროშის გამოფენას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა - რა მოხდა ბათუმში? - კვირის პალიტრა

რუსეთის დროშის გამოფენას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა - რა მოხდა ბათუმში?

ბათუმში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აბაშიძის ქუჩაზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი ეროვნული სამოსით მსვლელობა მოაწყვეს.

8 ქვეყანას შორის იყო რუსეთი, რუსეთის წარმომადგენლებმა მსვლელობისას რუსეთის დროშაც გამოფინეს და შეძახილები „რასია“ ისმოდა, რაც მოქალაქეთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამ დროისათვის მსვლელობა დასრულებულია და ევროპულის მოედანზე რეგიონის პირველ პირებს ელოდებიან, სადაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონიძიება ოფიციალურად გაიხსნება.

"ინტერპრესნიუსი"