წვიმისა და სეტყვის გამო რუსთაველზე პავილიონების ნაწილი დაიხურა - კვირის პალიტრა

წვიმისა და სეტყვის გამო რუსთაველზე პავილიონების ნაწილი დაიხურა

ქარის გამო, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პავილიონი დაზიანდა, მათ შორის 26 მაისის თაღი. მცირე თაღოვანი კონსტრუქცია ქარმა წააქცია.

წვიმასა და ქართან ერთად რუსთაველის გამზირზე სეტყვა წამოვიდა. რის გამოც გამოფენილი პავილიონების ნაწილი დროებით დახურულია.

ასევე გადაიდო რიგი სპორტული ღონისძიებები, რომელიც დედაქალაქის ცენტრში დილიდან იმართებოდა.

26 მაისის ღონისძიების ორგანიზატორებს ღონისძიების ფარგლებში რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, განრიგის მიხედვით საზეიმო ღონისძიება 20:00 საათზე გალა-კონცერტით დაიხურება.

"ინტერპრესნიუსი"