როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცნობეს.

მათი ცნობით, თბილისში დღეს დროგამოშვებით იწვიმებს. მთლიანად საქართველოში, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში - ელჭექთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით.

"ხვალ ნალექის ინტენსივობა მთელ საქართველოში იკლებს. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი - სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ ისევ +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შეიძლება, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +30, +35 გრადუსიც იყოს კვირის განმავლობაში. ტემპერატურის კლება აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არ არის, კვირა იქნება შედარებით მდგრადი, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, ღამისა და საღამოს საათებში და მათ შორის, დედაქალაქშიც შესაძლოა, წვიმა იყოს მთელი კვირის განმავლობაში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება", - აღნიშნეს "ინტერპრესნიუსთან" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"