"სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, მიშა - შემსრულებელი"
27-05-2019
"სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, მიშა - შემსრულებელი"
"მიშას აქვს უფლება­ იყოს ბედნი­ერი­ - მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის­ და ელოდება!"

"ნაცმოძრაობის" ლიდერი არის არა სააკაშვილი, არამედ რულოვსი. ასე იყო 9-წლიანი რეჟიმის დროსაც. სანდრა მესიჯბოქსებს გასცემდა, სააკაშვილი კი ძალიან კარგი შემსრულებელი იყო", - "პალიტრანიუსის" ეთერში ამ გადაცემის შემდეგ "კვირის პალიტრა" ამ სიტყვების ავტორს, ლალი მოროშკინას დაუკავშირდა:

- ჩემი წიგნი "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი", რომლის დაბე­ჭდვაც­ "პალიტრა L"-მა­ 2009 წელს გაბედა,
ბესტსელერი გახდა. შემდეგ გერმანულ და რუსულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა. 2009 წელს გახდა ლიდერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. სხვათა შორის, სააკაშვილმა წელს თავის ინტერვიუში აღნიშნა, მოროშკინას წიგნი დიდი ხანია უკვე ფრანკფურტშია, სანდრასი კი ახლა გამოჩნდაო. 10 წლის შემდეგ წიგნი კიდევ პოპულ
არულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილი არ გიწერია და მკითხველს შეუძლია დაეყრდნოს იქ მოყვანილ ფაქტებს.

სწორედ ამ წიგნში მოყვანილი მაქვს ბევრი ფაქტი, რომ თავიდათავი იყო სანდრა, სააკაშვილი კი კარგი სამუშაო­ პარტნიორი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმი­ე­რ იდეას ხორცი შეასხას. 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" ჰყავდა თავისი ავტორები, სააკაშვილი შემსრულებელი იყო­. მაშინ ვამბობდი­ კიდეც, რომ ქვეყანას პირველი ლედი კი არა, პირველი მისტერი ჰყავს სააკაშვილის სახით და არავითარი პრეზიდენტი-მეთქი. დღეს ყველამ დაინახა, თუნდაც ზუგდიდის ინციდენტით, რომ დიახ, სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, ყველა­ იმ დაგეგმილი პროვოკაციის, რაც საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ციხეებში ხდებოდა. სანდრა ჩვეულებრივი ავანტიურისტია და ის არჩევნებში ცესკოს კანდიდატად არ უნდა დაერეგისტრირებინა, რადგან მასთან შეკითხვები აქვს პროკურატურას. სანდრა "ნაციონალების" მმართველობის წლებში კურირებდა სამედიცინო სფეროს, მაშინ ძალიან ბევრი პატიმრის გვამი გაფატრული, შინაგანი ორგანოების გარეშე მიიღეს ჭირისუფლებმა. ეს არის კითხვა, რომელზეც მე, ლალი მოროშკინას, საზოგადოებასთან ერთად მჭირდება პასუხი და ჯერ ვერ მივიღეთ.

- სად დაისვა ეს კითხვა? ეს ვერსია ყველას მოსმენილი გვაქვს, თუმცა არაოფიცი­ალურ დონეზე.
- მე, როგორც მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ციხიდან გაგზავნილი მაქვს არაერთი­ ხელმოწერილი აქტი და საჩივარი, თუმცა­ დღემდე თაროზეა შემოდებული. ძალიან ბევრი პატიმარი ამბ­ო­ბდა, რომ მივიდა სანდრა­ ასეთი და ასეთი­ მანქანით და გაიტანეს თუთიის ყუთ­ებით ეს და ეს. ეს ყველაფერი წარდგენილი მქონდა პროკურატურისთვის, მაგრამ...

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ რეალურად სანდრა რულოვსი იყო მმართველი და სააკაშვილი "პირველი მისტერი"?
- ამას ვამბობ ჩემი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. ძალიან ბევრი ვიცი, სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება...

- ცოტა მუქარაა, ხომ?
- რატომაც არა. მე გაცილებით მეტი შემიძლია გავიხსენო მასზე, ვიდრე ის გაიხსენებს ჩემზე, და მასზე გახსენებული­ ამბავი გაცილებით მეტად გაუფუჭებს მას ცხოვრებას, ვიდრე მე. მან ეს კარგად იცის და ამიტომაც მთელი ეს წლები თავს მარიდებს.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია! ადამიანურად მაინც მიყვარს, რადგან ის მთელი ეს წლები არსებობდა. სულ ვამბობ, მიშა რომ ჩაჯდეს ციხეში და მოინანიოს, რაღაც პერიოდის შემდეგ გმირად გამოვა. მას აქვს უფლება­ იყოს ბედნი­ერი­ - მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის­ და ელოდება! ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვეს წუმპეში იმ უბედურების მორევს, რომელიც მის გარშემო­ ტრიალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მას ბოროტებისკენ უბიძგებენ. მე ის გაცილებით მეტად მიყვარს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ჰარაკირისკენ უბიძგებენ.

არსებობს ძველი ჩინური ანდაზა: "გაცილებით რთულია თამაშიდან გამოსვლა, ვიდ­რე თამაშში შესვლა".
მიშა ისეთ თამაშშია შესული, რომლიდან გამოსვლაც თამაშში შესვლაზე ბევრად ღირებულია. ბევრი­ შეეწირა პოლიტიკურ თამაშში შესვლასა და დარჩენას...

- რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ სანდრა მთავარი შემოქმედია, მიშა კი შემსრულებელი...
- ყველამ იცის, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით და ამაზე აღარ შევჩერდები... მეგრული "დიდოუნანა" და ეს ყველაფერი სპეცსკოლების იაფფასიანი ხრიკებია. ამ მეთოდით მარტივად ხდება ისეთი ბანანის რესპუბლიკების დაპყრობა, როგორადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მიიჩნია სანდრამ, მაგრამ ეს ქვეყანა ნამდვილად არ არის ბანანის - მიხარია, რომ მეგრელი ხალხი ბრძენი აღმოჩნდა, თუმცა მაინც დიდი ნაწილია მოქცეული სანდრას ვამპირულ-მისტიკურ-ჯადოქრულ წრეში. ერთი რამ კარგად ვიცი - მიშა ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე სანდრა და მისი მხარდამჭერები. ყველამ კარგად იცის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სანდრა გაიპარება ზუგდიდიდან, არანაირი იარაღის ხელში ამღები არ არის და მშვენივრად იცის, როგორც დაისჯება. არც დამკვეთებისგან აქვს მიღებული იმხელა მანდატი, რომ იარაღი აიღოს­ - გადასარევად იციან, იარ­აღი საქართველოში ვერ შემოვა...

- სააკაშვილისა და რულოვსის შესახებ რისი გახსენება შეგიძლიათ?
- ორივეს ჰქონდა თავისი პრივატული ცხოვრება, ცალ-ცალკე, და ეს ყველამ იცის თავისი სახელებით, გვარებითა და ადამიანური ტრაგედიებით.

- რუსულ ეთერში ამბობდით, სააკაშვილის­ ქალებზე საუბარი გადაჭარბებულია და ეს პიარტექნოლოგიის ნაწილი იყოო.
- რა თქმა უნდა, მიშას იმდენად კარგად ვიცნობ, ზუსტად ვიცი, ეს არ არის მიშას სახე. რუსულ ეთერში არასდროს მიჭორავია მის პირად ცხოვრებაზე, პირიქით, სულ ვამბო­ბდი, ეს გჭირდებათ თქვენ, რადგან, ალბათ, გინდათ გადაფაროთ რაღაცა უფრო სერიოზული-მეთქი.

არა ვარ მომხრე მის პორნოგრაფიულ აღვირახსნილობაზე საუბრის. უარესებს აკეთებენ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. მე მიშასთან სხვა პრეტენზია მაქვს - ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ ყოფილიყო გირგვლიანი; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ ყოფილიყო ამდენი დატყვევებული ბიზნესმენი; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ არ გადაეფორმებინათ ღამის 3 საათზე ბიზნესმენებს ქონება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის; ყოფილიყო აღვირახსნილი, მაგრამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილიყო 8 აგვისტო...

- თქვენ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობთ­, როგორი ბავშვი იყო?
- ნიჭიერი, ჭკვიანი, განებივრებული. ჩვენ ცნობილ და პრესტიჟულ სკოლაში - პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდით, სადაც ყველა ვიღაცის შვილი იყო. მერე ორივემ სწავლა ასევე ცნობილ 51-ე სკოლაში გავაგრძელეთ. მას ვერ გაუგეს სკოლელებმა, კლასელებმა, და ეს დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც მიშას ფსიქიკაში დიდ კომპლექსად ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, გაჰყვა - გახსოვთ, ალბათ, მიშა მოვიდა თუ არა, 14 წლამდე დასწია არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს მისი ბავშვობის ტკივილი იყო.

- რა იყო ამის მიზეზი?
- არ უნდოდა გაკვეთილებიდან გაპარვა, შატალოზე წასვლა, მოკლედ, არ იყო გუნდის წევრი. ბულინგი სასტიკი რამ არის და სკოლებში ყოველთვის არსებობდა.

- ანუ სააკაშვილი ბულინგის მსხვერპლი იყო?
- რა თქმა უნდა, 100%-ით მსხვერპლი! სამწუხაროდ, მათ შორის, ვისაც მIიშა არ მოსწონდა და მიაჩნდა, რომ უნდა დაებულინგებინა, ერთ-ერთი ჩემი ყოფილი ქმარიც იყო. დღეს ის ცოცხალი აღარ არის... სამაგიეროდ, მიშამ შემდეგში ყველაზე ჯავრი იყარა, ზუსტად ვიცი, პირველი სია, რომელიც დაიდო, ჩემი ყოფილი მეუღლით, ნუკრი ჩაგანავათი იწყებოდა.
მიშას წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლე - 9 წელი ქუჩაში ვიდექი, თუმცა ყველაზე კარგ პირობებს მთავაზობდა... 2002-შიც შევხვდი მას, 2008-შიც, ჩემი სათქმელი ნათქვამი მაქვს, ჩემი სინდისი სუფთაა. მეთიუ ბრაიზასთან ერთად ჩვენი შეხვედრა 2008 წელს შედგა. მითხრა, შენ და შენნაირებს არ მოგინდათ ჩემ გვერდით დგომაო და მაშინაც ისევ ის გულნატკენი თინეიჯერი დავინახე, როგორც ოდესღაც, მე-8 კლასში.

- თქვენი ურთიერთობა როდის აირია?
- მისი თანამებრძოლი ვიყავი და ბოლო მომენტში გავეთიშე მორალური წნეხის გამო - მიშას მთავარი მოთხოვნა იყო ჩემი საყვარელი ადამიანის, კრივში მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის დაპატიმრება. სააკაშვილს ერთადერთი პირობა ჰქონდა - გიორგი ჩემი სახლიდან უნდა აეყვანათ და ამაზე ხმა არ უნდა ამომეღო. რა თქმა უნდა, ვერ გავწირავდი ადამიანს, რომელიც, არა აქვს მნიშვნელობა,­ საყვარელი იყო თუ ვინმე სხვა. სხვათა შორის, მას მერე მიშას არავისთვის უთქვამს, მოროშკინა გაწირეთო - ის, რომ ჯერ სამ­ინისტროდან გამათავისუფლეს, მერე უნივერსიტეტიდან და ა.შ., ცენზურის შედეგი იყო. 2008 წელს სააკაშვილმა ისევ შემომთავაზა რამდენიმე თანამდებობა, მაგრამ მე უარი ვთქვი! ამის მომსწრე იყო ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სააკაშვილსა და რულოვსს ოჯახში და საჯაროდ?
- იყო პარტნიორული ურთიერთობა, ცოლ-ქმარი არასდროს ყოფილან. სანდრა უფრო მაღალ პოზიციაზე დგას. ამას ვამბობდი ყოველთვის და ეცინებოდათ, კარგია, რომ ახლა ყველა დარწმუნდა. როდესაც სანდრა ჯერ კიდევ ზუგდიდში იბრძოდა, თუმცა იცოდა, ვერ მიიღებდა სანუკვარ ადგილს, მიშა ზელენსკის ეხვეწებოდა, უკრაინაში უბრალოდ შემომიშვი, არ მინდა თანამდებობაო.
მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს, ცდილობდა მათთვის კარგი მომავალი შეექმნა, საიმედო ხელში ჩაებარებინა. ეს არის კაცი, რომელიც თავის ქალს არ გაწირავს. მას რომ სანდრა გაეწირა, ახლა ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ვერ წირავს. სანდრა იქით გაწირავს მას.

- გამოდის, მიშა სანდრას მსხვერპლია?
- ამას ყოველთვის ვამბობდი - მიშა სანდრას ბინძური თამაშების მსხვერპლია.

- როგორ წარმოგიდგენიათ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" პოლიტიკური მომავალი?
- ამ არჩევნებს შავგულიძე წააგებს, იმიტომ, რომ გირგვლიანის გაყიდვა სულის გაყიდვის ტოლფასია. სანდრას ქვედაკაბას ამოფარებული "ნაციონალები" უნდა დამთავრდნენ!

P.S. "კვირის პალიტრა" სანდრა რულოვსის პოზიციით დაინტერესდა, თუმცა მან ლალი მოროშკინას მოსაზრებებზე პასუხისგან თავი შეიკავა.
წმინდა გაგა
08 ივნისი 2019 13:35
ლალი გვიყვარხარ და გვეამაყები. შენ ხარ სახე ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობისა და ერთგულებისა.
halagaji
07 ივნისი 2019 14:03
ვაი თქვენს პატრონსს..))
İVANA
07 ივნისი 2019 11:04
MAROSHKİNA RUSETUME QOCS RATO UNDA USMİNOT?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?