"გული აქვს ნაფლეთებად ქცეული ახლა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე მამა კირიონზე
"გული აქვს ნაფლეთებად ქცეული ახლა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე მამა კირიონზე
ფსიქლოგი ნათია ფანჯიკიძე დავითგარეჯთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ღვაწლსაც შეეხო:

"დიდი ხანია ჯგუფურ, ან რომელიმე გუნდის თუ საზოგადოების ნდობას არაფრად არ ვცნობ, ცალკეულ ინდივიდებს ვენდობი გამორჩევით. მამა კირიონს ვიცნობ და ვიცი, უკვე რამდენი წელია ამაგრებს მისთვის უწმინდეს ადგილს, რომ როცა მთავრობას სძინავს, მაშინ არ მოგვპაროს ვინმემ, ან როცა მთავრობა ფხიზელი უფრო საშიში ხდება არაკომპეტენტურობის გამო, ვიდრე მძინარე, მაშინ არ წაგვართვას
ვინმემ. აგერ ახლაც, ერთი არასწორი, უხეში შეხება თემასთან და დაიძრა სახიფათო მეწყერი. ჩემი გულისტკივილი და სოლიდარობა მამა კირიონს, რადგან ვიცი, ერთერთია იმ მცირეთაგან, ვისაც საზეპიროდ არა აქვს ქვეყნის სიყვარული და ვიცი, გული აქვს ნაფლეთებად ქცეული ახლა. ოღონდ მტკიცედ მწამს, მისი ეს ნამდვილი სიყვარული და ერთგულება
შესმენილი იქნება და იგივე ბედი არ ეწევა გარეჯს, რასაც ჩვენივე ხელით ვმართებთ ხშირად საკუთარ კულტურას. გარეჯს ეს ერთი კაცი მაინც ჰყავს, ნამდვილად შეყვარებული. აზერბაიჯანი არასდროს ყოფილა ქრისტიანული ქვეყანა, ვერაფრით იქნებოდა ქრისტიანული კულტურის ძეგლი მათი, მაგრამ ასე რომ მოსწონთ, აშკარაა, ჩვენი შექმნილის ფასი ჩვენზე მეტად სცოდნიათ, აღიარებაა ერთგვარი. იმედი მაქვს, ქვეყნებს შორის მეგობრობის გამოცდილება შეგვაძლებინებს მოლაპარაკებას", - წერს ნათია ფანჟიკიძე სოციალურ ქსელში





მკითხველის კომენტარი (10)
მადონა
27 მაისი 2019 20:23
ხელოვნურად შექმნილია...როგორც ბევრი სხვა სიტუაცია თუ მოვლენა... ამდენხანს ეჭვქვეშ ვაყენებდი... მაგრამ ვრწმუნდები უკვე...
ნანა
27 მაისი 2019 18:07
უსაყვარლესი და უჭკვიანესი ქალბატონი
nana -ს
27 მაისი 2019 17:20
ქალბატონი პრეზიდენტი ჩავიდა იქ, სადაც ჯერ არც ერთ ჩვენს პრეზიდენტს ფეხი არ ჩაუდგამს და წამოსწია ის საკითხი, რაზეც უკანასკნელი ათწლეულების ჩვენს არც ერთ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია! ამისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენგან და არა ცილისმწამებლური ეჭვები, რომ "მტრის დაკვეთას ასრულებს", თურმე! ნურც საქმის ბოლომდე მიყვანისთვის მოვთხოვთ პასუხს იმ პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილება ნულზე დაიყვანა სააკაშვილმა, თავისი საპრეზიდენტო ვადის დამთავრების დროისთვის!
ციცო
27 მაისი 2019 16:56
ჩემი გულისტკივი ბრძანეთ ქალბატონო ნათია, მადლობა ამ გუწრფელი სიტყვებისა და აზრისათვის
პაატა
27 მაისი 2019 13:25
იმდენს გაგვიბედავენ რამდენსაც გავაბედვინებთ, ამიტომ უნდა ვიყოთ პრინციპულები. მგონია ის გზის გაყვანის თემაც ჩვენი ხალხის ნერვების გამოცდაა, თუ როგორი რეაგირება გვექნება ერს, ამიტომ არცერთი ნაბიჯი უკან არ უნდა დავიხიოთ, დაგვრჩა ქართველებს კიდევ რამე დასაკარგი? ყველას ჩემი სამშობლოს მიწების მიტაცება უნდა, ერთი ვისი მიწები მიუტაცია ქართველებს, სტალინის დროს ინგუშების მიწები გადმოგვცეს და მაგათ მიწაზე სტუმრებათ ვიგრძენით თავი და უკან დავუბრუნეთ, ქართველებს სხვისი არაფერი არ გვინდა ჩვენსას ნუ შეეხებიან!!!
nana
27 მაისი 2019 10:36
მართალია ნათია, ღმერთმა გააძლიეროს მამა კირიონისნაირი ადამიანები, ქალბატონი სალომე საზღვრების დადგენის აუცილებლობაზე რომ საუბრობს, მაშინ მოახერხოს და გადააწყვეტინოს საქართველოს სასარგებლოდ, ისე როგორც არის სინამდვილეში, სხვა შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენი ყველაზე ვერაგი მტრის დაკვეთას ასრულებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ღირსები ყოფილან ყარაბაღის შემთხვევაში რაც დაემართათ და უარესიც მოელით ალბათ ასე თუ გააგრძელებენ
დ.ნ.
27 მაისი 2019 09:33
"დიდი ხანია ჯგუფურ, ან რომელიმე გუნდის თუ საზოგადოების ნდობას არაფრად არ ვცნობ, ცალკეულ ინდივიდებს ვენდობი გამორჩევით."-მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელია. სიამოვნებით ვისაუბრებდი სხვადასხვა საჭირბორიტო თემებზე ამ შესანიშნავ ქალბატონთან.
Levani
27 მაისი 2019 08:43
ქმარზე არანაკლებ ჭკვიანია ეს ქალი.
გიორგი
26 მაისი 2019 23:58
რასაც ესენი გვიბედავენ, ჩვენი, ქართველების, მსუბუქად რომ ვთქვა, სირცხვილია. მე მჯერა რომ, სომხებთან შუღლის გამო, თათრები ჩვენს მიმართ თავს იკავებენ. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ეტყობა მათ მოქმედებას.
თბილისი
26 მაისი 2019 18:57
ასი პროცენტით ვეთანხმები ნათიას. აღმაშენებელი ალბათ საფლავში ტრიალებს ამ ხელისუფლების უსუსურობისა და უნიათობის შემყურე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?