"ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია... სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება"
"ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია... სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება"
"ნაცმოძრაობის" ლიდერი არის არა სააკაშვილი, არამედ რულოვსი. ასე იყო 9-წლიანი რეჟიმის დროსაც. სანდრა მესიჯბოქსებს გასცემდა, სააკაშვილი კი ძალიან კარგი შემსრულებელი იყო", - "პალიტრანიუსის" ეთერში ამ გადაცემის შემდეგ "კვირის პალიტრამ" ლალი მოროშკინასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

- 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" ჰყავდა თავისი ავტორები, სააკაშვილი შემსრულებელი იყო. მაშინ ვამბობდი კიდეც, რომ ქვეყანას პირველი ლედი კი არა, პირველი მისტერი ჰყავს სააკაშვილის სახით და არავითარი პრეზიდენტი-მეთქი. დღეს ყველამ დაინახა, თუნდაც ზუგდიდის ინციდენტით,
რომ დიახ, სანდრა იყო შემოქმედი ყველა ბოროტების, ყველა იმ დაგეგმილი პროვოკაციის, რაც საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ციხეებში ხდებოდა. სანდრა ჩვეულებრივი ავანტიურისტია და ის არჩევნებში ცესკოს კანდიდატად არ უნდა დაერეგისტრირებინა, რადგან მასთან შეკითხვები აქვს პროკურატურას. სანდრა "ნაციონალების" მმართველობის წლებში კურირებდა სამედიცინო სფეროს, მაშინ ძალიან ბევრი პატიმრის
გვამი გაფატრული, შინაგანი ორგანოების გარეშე მიიღეს ჭირისუფლებმა. ეს არის კითხვა, რომელზეც მე, ლალი მოროშკინას, საზოგადოებასთან ერთად მჭირდება პასუხი და ჯერ ვერ მივიღეთ…

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ რეალურად სანდრა რულოვსი იყო მმართველი და სააკაშვილი "პირველი მისტერი"?
- ამას ვამბობ ჩემი პირადი ურთიერთობების საფუძველზე. ძალიან ბევრი ვიცი, სანდრას არ ვუსურვებ, რომ მომინდეს ყველაფრის გახსენება...

- ცოტა მუქარაა, ხომ?
- რატომაც არა. მე გაცილებით მეტი შემიძლია გავიხსენო მასზე, ვიდრე ის გაიხსენებს ჩემზე, და მასზე გახსენებული ამბავი გაცილებით მეტად გაუფუჭებს მას ცხოვრებას, ვიდრე მე. მან ეს კარგად იცის და ამიტომაც მთელი ეს წლები თავს მარიდებს.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი სკოლის დროინდელი მეგობარი მიშა მსხვერპლია! ადამიანურად მაინც მიყვარს, რადგან ის მთელი ეს წლები არსებობდა. სულ ვამბობ, მიშა რომ ჩაჯდეს ციხეში და მოინანიოს, რაღაც პერიოდის შემდეგ გმირად გამოვა. მას აქვს უფლება იყოს ბედნიერი - მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის და ელოდება! ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვეს წუმპეში იმ უბედურების მორევს, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მას ბოროტებისკენ უბიძგებენ. მე ის გაცილებით მეტად მიყვარს, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ჰარაკირისკენ უბიძგებენ.


აგენტი
30 მაისი 2019 11:10
ეს ქალი რომ რუსეთის აგენტია კიდე ბევრი მტკიცება უნდა?
მჯერა მიშა მოენატრა გამწარებულმა შეიძლება რაღააცები თქვა ცხელ გულზე მარა ეს უკვე სხვა თემაა
Zk
30 მაისი 2019 10:52
Misha da misi epoqa tavisi sandra-maroshkinebis chtavlit damtavrda. Droa damsahurebul tu daumsahurebel pensiebze izrunon. Nu gadatvirtavt sakutari sibriyveebit masmediasa da socialur qselebs. Dautmet qveyana ahalgazrda taobas miecit mat sashualeba mateburad izrunon qveyanasa da mis momavalze.
Raga dros misha grisha sandra da maroshkinaa )))
წულუკა
29 მაისი 2019 09:53
ეს თვალებგამჭვირვალე სანდრა კიდევ საქართველოშია? ალბად მიშას ელოდება კიევიდან სამართალდამცველების თანხლებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები