"ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
27-05-2019
"ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიამ გაფიცულ თანამშრომლებს რამდენიმე წინადადება შესთავაზეს. შეთავაზებულ წინადადებებს შორის შესულია ხელფასების მატების საკითხიც. თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

"1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან - 10%-იანი ზრდა;

2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი
ივლისიდან - ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე.

3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

4.
სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს "ჯორჯიან მანგანეზს" შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე - რიგითი ჭიათურელებისთვის.

სამწუხაროა, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ", - ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში.

"ჯორჯიან მანგანეზი" კვლავ მოუწოდებს თანამშრომლებს, პასუხისმგებლობით გაიაზრონ ის მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს და, კომპანიასთან ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება, რაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამია განმუხტავს სიტუაციას და ურთიერთსასარგებლო შედეგით დასრულდება.

კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია და იმედოვნებს, რომ, სწორად გაანალიზების შემთხვევაში, გაფიცული მაღაროელები საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

"ინტერპრესნიუსი"

Zk
28 მაისი 2019 13:59
Evropelebi varto rom gaizahit esaa evropeloba rom minerals romelsac saertashoriso sabirzho fasshi yidi faqtiurad mizeruli tvitgirebulebisaa mushahelze gadaxdili udablesi helfasebis gamo. Gaicnobieros kompaniis menejmentma rom madani pirvel rigshi qveynisa da halhis sakutrebaa da misma mopoveba realizaciam scored halhs unda moutanos ketildgeoba da ara ert mucha chkuiskolofs romlebmac moaherhes madnis mopovebis uflebis helshi chagdeba.
Bajo
27 მაისი 2019 20:00
Mircxali AR datmot xalxoo
მახო
27 მაისი 2019 16:33
ყაჩაღები ხართ,სოლიდარობა მეშახტეებს!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?