"პატარა ბარბარეც და დე­დაც კარ­გად გრძნობ­დნენ თავს. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და ნინის მდგო­მა­რე­ო­ბა" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"პატარა ბარბარეც და დე­დაც კარ­გად გრძნობ­დნენ თავს. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და ნინის მდგო­მა­რე­ო­ბა" - ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე დღეს დილით, გულის უკმარისობის დიაგნოზით, "ჯოენის კლინიკაში" გარდაიცვალა. დაგეგმილი საკესირო კვეთა ჟურნალისტს 21 მაისს "იმედის კლინიკაში" ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში დედა და შვილი თავს კარგად გრძნობდნენ. როგორც ნინი ჯაფარიძის მეგობარი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ნინის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გარდაცვალება თანდაყოლილმა გულის მანკმა გამოიწვია.

"იმედის კლინიკაში" ძალიან კარგად ჩაიარა ოპერაციამ. გაჩნდა პატარა ბარბარე, სრულიად ჯანმრთელი და დედაც კარგად გრძნობდა თავს ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა მისი მდგომარეობა, გულის უკმარისობა დაეწყო და გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. იქ ორი დღე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ. გუშინ კი "ჯოენის კლინიკაში" გადაიყვანეს. ნინის ჰქონდა თანდაყოლილი გულის მანკი და ამან დაამძიმა მისი მდგომარეობა. ყველანარი მკურნალობა სრულყოფილად ჩაუტარდა. ბარბარე სახლშია უკვე და თავს კარგად გრძნობს. ნინისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო", - აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობელი.

ნინი ჯაფარიძე წლების განმავლობაში "ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.

"არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს საშინელი ტკივილი, რაც ამ ამბავმა თითოეულ ჩვენგანს მოგვაყენა, ვერ ვიჯერებთ, რომ ნინი აღარ გვყავს. ადამიანი, რომელიც "ბიბლუსის" ხალისი იყო, ადამიანი, რომელიც ყველა თანამშრომელს განსაკუთრებულად უყვარდა. არ შეიძლებოდა, ნინი არ გყვარებოდა ისეთი კეთილი, ჭკვიანი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანი იყო. ხანდახან დღის ბოლოს ენერგია გამოცლილი მას რომ შევხედავდი, სულ ხალისიანი და თვალებმოციმციმე იყო, მისგან ვსწავლობდი ცხოვრების ასეთ სიყვარულს, ძალიან დიდი ტკივილია ყველასთვის მისი დაკარგვა. ", - აცხდებს "ბიბლუსის" კომერციული დირექტორი თიკო ფეიქრიშვილი. იხილეთ სრულად

"პალიტრა მედია" ჰოლდინგი სამძიმარს უცხადებს ნინი ჯაფარიძის ოჯახს და თანამშრომლებს.