სანზონაში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი - კვირის პალიტრა

სანზონაში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი

სანზონაში, კინო "საქართველოსთან", სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანა მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"