"არ ვიტყვი, რომ არ მიბუზღუნია ქმართან, დავიღალე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს შვილებს­ დედა იქ ჰყავდათ, სადაც სჭირდებოდათ"
15-06-2019
"არ ვიტყვი, რომ არ მიბუზღუნია ქმართან, დავიღალე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს შვილებს­ დედა იქ ჰყავდათ, სადაც სჭირდებოდათ"
ფოტო:ნათია მაქაცარია მეუღლესთან ერთად
"როცა "ამერიკულ ხელფასზე"ლაპარაკობენ, ყოველთვის ვამბობ, რომ ამერიკულ ხელფასთან ერთად მოდის ამერიკული­ პურის ფასი, კრედიტები, ტარიფები. მოდელისთვის სააგენტო ქირაობს ბინას, ხელფასიდან ექვითება ყველა ის ხარჯი, რომელიც სააგენტომ გაიღო, და ხელფასი პატარა გამოდის"

8 წელია ამერიკაში ცხოვრობს. მოდელი საზოგადოებას პოდიუმიდან და 1990-იანი წლების შოუბიზნესიდან ახსოვს. ნათია მაქაცარიას სამი შვილი ჰყავს,­ თავის ამერიკულ ცხოვრებაზე მედიასთან მრავალი წელია არ უსაუბრია, მაგრამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუზე სიამოვნებით დამთანხმდა და მკითხველს ექსკლუზიურად მოდელობის წლებზე, ამერიკასა და საკუთარ
გეგმებზე უამბო.

"მოდელობა ფულის იოლად შოვნის გზა იყო"


- 12 წლის ვიყავი, სამოდელო საქმეში­ რომ ჩავერთე - მეზობლის ახლობ­ე­ლი იყო დიზაინერი გვანცა ჯანაშია და სთხოვა,­ ნათია გაიყვანე ჩვენებაზეო. 90-იან­ებში საქარ­თველოში მოდელობა­ ფულის იოლად შოვნის გზა"იყო, 15-16 წლის ბავშვები 1000 ლარს ვაკეთებდით თვეში. 19 წლის რომ
გავხდი, ამერიკიდან მეტროპოლ­იტენის სამოდელო სააგენტომ მოწვევა გამომიგზავნა... ნიუ-იორკში კარიერის თავიდან­ დაწყება ძალიან გამიჭირდა. დღეში 5-6 ქასთინგზე დავდიოდი, მქონია­ შემთხ­ვევები, ამიყვანდნენ და შემდეგ გადაიფიქრებდნენ, ან მე ვერ მივდიოდი... ერთი წლის შემ­დეგ­­ საქართველოში­ დავბრუნდი და მოდელ­ობა­ გავაგრძელე, თან პირველი­ შვილის დედა გავხდი. როცა "ამერიკულ ხელფასზე" ლაპარაკობენ, ყოველთვის ვამბობ, რომ ამერიკულ ხელფასთან ერთად მოდის ამერიკული­ პურის ფასი, კრედიტები, ტარიფები. მოდელისთვის სააგენტო ქირაობს ბინას, ხელფასიდან ექვითება ყველა ის ხარჯი, რომელიც სააგენტომ გაიღო, და ხელფასი პატარა გამოდის.



"ბავშვები ძიძების გარეშე გავზარდე"

- უფროსი შვილი რომ გავაჩინე, დედაჩემი გვზრდიდა ორივეს. მეორე რომ გამიჩნდა, უკვე დიდი ვიყავი და სულ ვფიქრობდი, როგორ გავუძღვებოდი ოჯახს. დედაჩემი ამას ისე მაგრად ახერხებდა, მინდოდა მეც მასავით ყოჩაღი ვყოფილიყავი... მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 9 წლის წინ თბილისში გავიცანით. ის პედ­იატრია, ამერიკაში მუშაობს, თან ფოტოხელოვნებითაა გატაცებული და თბილისში საქველმოქმედო გამოფენა რომ გამართა, იქ შევხვდით ერთმანეთს. წელიწადი დასჭირდა, დავეყოლიებინე, რომ წყნარ ოკეანეში, კუნძულზე წავსულიყავით საცხოვრებლად. ასე აღმოვჩნდი ჰავაიზე. ახლა, რომ ვიხსენებ, არაჩვეულებრივი დრო იყო, ახალი ქორწინება, ახალი გარემო, მაგრამ არავის ვიცნობდი და ეს ძნელად შესაგუებელი იყო. ჰავაიზე მუდმივად 28-29 გრადუსია, დაბალი ტენიანობა, საღამოობით გრილა, მაგრამ ზაფხული არ მიყვარს და ვეცადე, მეუღლე სიეტლში გადამეყვანა საცხოვრებლად.

სახლში პედიატრი ქმარი ქალისთვის მთასავითაა, საყრდენია. როგორც უკვე გითხარით, უფროსი შვილი დედამ გამიზარდა, დანარჩენი ორი ძიძისა და დამხმარე ქალის გარეშე გავზარდე. ჩემი დილა ბავშვების მოვლით იწყება: უფროსი თავი­სით მიდის მანქანით, მეორეს სასწავლებელში ვუშვებ, მესამე მე მიმყავს საბავშვო ბაღში.

არ ვიტყვი, რომ არ მიბუზღუნია ქმართან, დავიღალე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს შვილებს­ დედა იქ ჰყავდათ, სადაც სჭირდებოდათ.

"ქართული ურთიერთობა მენატრება"


- როდესაც საზღვარგარეთ ცხოვრობ, ყველაზე მეტად ახლობლები გენატრება. რაც უფრო ასაკი გემატება, ხვდები, რომ ყველაზე ძვირფასი შენი და, დეიდაშვილები­, ბიძაშვილები და მათი შვილები არიან. ხშირად ჩამოვდივართ, მაგრამ ზაფხულში­ მხოლოდ ერთხელ ჩამოვედით ამ რვა წლის განმავლობაში. სულ გავიძახოდი, ზაფხულს დავამთხვიოთ, რომ ბათუმში წავიდეთ-მეთქი, ჩემს ქმარს უკვირდა, ჰავაიზე­ ცხოვ­რობ და ბათუმს რას მისტირიო? შენ არ იცი, ბათუმის სიტკბო-მეთქი და მართლაც­, ერთხელ ჩამოვედი და უამრავი მეგობარი ვნახე, კონცერტებს დავესწარით, ვიხალისეთ... ეს არის ქართული ურთიერთობები, რომელსაც ამერიკაში მოკლებული ვარ. ამერიკელმა მეგობარმა ბავშვის დაბადების დღეზე სამი კვირით ადრე დამპატიჟა, თან მომიბოდიშა, გვიან გაგაფრთხილეო. დავამშვიდე, მე სამი კვირით ადრე ქორწილი დავგეგმე, არ იდარდო-მეთქი.

ამჟამად ვფიქრობ, როგორ წარვმართო პროფესიული ცხოვრება ამერიკაში. დედა მეხმარება ბავშვების მოვლაში. როცა ჩამ­ოვედი, სიეტლის მოდის კვირეულზე პოდიუმის დირექტორადაც კი ვიმუშავე. მოდის სამყაროში დარჩენა მინდა, მაგრამ სხვა პროფილებს განვიხილავ, მათ შორის დიზაინსა და სტილისტიკას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?