ნინი ქარსელაძე: "პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს"
ნინი ქარსელაძე: "პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს"
"არანაირი შემოთავაზება არ მქონია და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის სურვილი გამაჩნდა"

ყველას ახსოვს პატარა გოგონა, ნინი ქარსელაძე, რომელიც "ქუჩის ბიჭებთან" ერთად ტკბილ ფიქრებზე მღეროდა, გავიდა დრო და გოგონა პოლიტიკოსების გარემოცვაში აღმ­ოჩნდა, მაგრამ სამღერად კი არა, თავისი შეხედულებების თამა­მად გამოსათქმელად. ნინი ქარსელაძე "კვირის პალიტრის" მკითხველს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ესაუბრება.

- სამწუხაროდ, "ნაციონალების" მმარ­თველობის დროს ძალიან ცუდი წლები გავიარე - ორჯერ დაიჭირეს ბიძაჩემი, უნდოდათ მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციიდან წასულიყო, ორჯერ
შეუთვალეს, გადადექიო. არ გადადგა და... მაშინ­ პატარა­ ვიყავი და პროტესტს ხმამაღლა ვერ გამოვხატავდი, მაგრამ ჩემი ოჯახი იყო წინა ხაზზე...­ ამის შემდეგ სხვა ქვეყანაში გამიშვეს სასწავლებლად. 2012 წელს ხმა მივეცი­ "ქარ­თულ ოცნებას". ბოლო სამი წელია, თბილისში უფრო ხშირად ვარ, ვიდრე საზღვარგარეთ. იმ ადამიანების მობრუნებით, რომლებიც ყველაფერ
ნეგატიურთან ასოცირდებიან, მე დავინახე საფრთხე და საშიშროება და ამიტომაც სახალხოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი. ყველას პატარა ვგონივარ, არადა, 29 წლის ვხდები, მაგრამ ხალხს პატარა მომღერალი ნინი ახსოვს...

- თქვენ საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შორისაც გიხილათ...
- ბედნიერი ვარ, თუ მცირე წვლილი მაინც გვაქვს შეტანილი მე, ჩემს ოჯახსა­ და კოლეგებს იმაში, რომ ის ძალა არ დაბ­რუნდა და ქალბატონი სალომე დღეს საქართველოს პრეზიდენტია.
ნინი ქარსელაძე ლადო კახაძესთან ერთად
- საზოგადოება ამჟამად ლადო კახაძის გარემოცვაში გხედავთ...

- გარდა იმისა, რომ ბატონი ლადო იმ პარტიას წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერიც ვარ, ჩვენი ოჯახებიც მეგობრობენ. ის საუკეთესო ექიმია და იმედია, ჩემი უბნის მაჟორიტარიც იქნება. როგორც კი გავიგე, რომ მთაწმინდის მაჟორიტარად წარადგინეს, არც ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, ისე დავუჭირე მხარი და მის გვერდით დავდექი.

- თავად თუ გიფიქრიათ პოლიტიკაში მოსვლაზე?
- არასოდეს. მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ "ნაციონალებმა" მაიძულეს,­ პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი. წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი­ ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოც­ქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს. იხილეთ სრულად

888
05 ივნისი 2019 11:04
წადი შვილო შოკოლადი ჭამე, მომინდომა პატრიოტობა და პოლიტიკა სამშობლოს შოკოლადზე გამცვლელმა!
Nik
05 ივნისი 2019 10:36
სამწუხაროდ მარაზმამდე მიდის ქვეყანა
555555
04 ივნისი 2019 15:26
შალომე გაკლიათ შუაში............................ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები