"ახლო მანძილიდან გასროლილმა ტყვიამ, ირინას გულის აორტაში გაიარა და... მოკლა" - ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა - კვირის პალიტრა

"ახლო მანძილიდან გასროლილმა ტყვიამ, ირინას გულის აორტაში გაიარა და... მოკლა" - ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა

მოულოდნელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც მეხის გასროლასავით გაისმა და მთლიანად მოიცვა თბილისის ყველა ქუჩა, უბანი თუ სახლი...

1985 წლის 19 მარტი...

ისინი ჯერ კიდევ წინა დღით, 18 მარტს გუდაურიდან თბილისში უზომოდ ბედნიერები და დაღლილები დაბრუნდნენ...

მეორე დღეს კი მათ თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა...

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა მაშინ.... როგორც ამბობენ ყველასათვის საყვარელი მსახიობი, კაცი რომლის სახემაც მხოლოდ ღიმილი იცოდა - გია ფერაძე - შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე მივიდა...

 ირინა მიქატაძე და გია ფერაძე

გიას ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია...

შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, ახლო მანძილიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და ... მოკლა...

ტრაგედია მართლაც შემზარავი აღმოჩნდა....

არავინ იცოდა, რა ეთქვა...

მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას... ერთი რამ, რაშიც ყველა თანხმდებოდა იყო ის, რომ მსახიობს ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ მას ვერასდროს გაიმეტებდა.

ვარაუდი მრავალი არსებობდა, ფაქტი კი ერთი - 1985 წლის 19 მარტი იქცა დასასრულის დასაწყისად! დღედ, რომელმაც შეიწირა სრულიად ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე და მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…

ამ ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკა 11 თვის იყო...

ბაბუამ ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ ის შვილივით გაზარდეს. მარიკა 6 წლის ყოფილა, როდესაც ეს ფაქტი გაუგია.

დიდი მსახიობობიდან - დიდ პატიმრობამდე ნაბიჯი გადადგმული იყო!

37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიამ 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა.

5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.

პატიმრობის ყოველი წამი ტანჯვად ქცეულიყო უბედური კაცისთვის... მოგონებები და სინანული გულსა და სულს უკაწავდა... აღარ იცოდა სად წაეღო ყელში მობჯენილი დარდი....

გია ფერაძემ წერა დაიწყო....

30-მდე რვეული გაივსო ლექსებით...

ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული.

გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გიას გალოთებულმა და ნაცრადქცეულმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა...

მარიკუნას, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 13 წელი შერულებოდა, არასოდეს უნახავს მამა... ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი...

მხოლოდ მამის დაკრძალვაზე გაუშვეს...რატომღაც... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "გიას ციხეში არ ეძინა, მთელი ღამე მძინარე პატიმრებით სავსე კამერაში წერდა..."