ვინ იყო პილოტი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მართავდა? - კვირის პალიტრა

ვინ იყო პილოტი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მართავდა?

6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა კერძო შვეულმფრენმა ავიაკატასტოფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი

ჩვენი ინფორმაციით, პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი ილო ბაიდაშვილი გახლდათ, მას სატრანსპოტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

გარდაცვლილები არიან ასევე გიდი კონსტანტინე (კოტე) საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

იხილეთ ასევე: პილოტს Ми-8 და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა - რა შეიძლება გამხდარიყო ყაზბეგში ავიაკატასტროფის მიზეზი?