რას წერს რუსული მედია უკრაინელი მოდელისა და სააკაშვილი რომანზე - კვირის პალიტრა

რას წერს რუსული მედია უკრაინელი მოდელისა და სააკაშვილი რომანზე

ცნობილი უკრაინელი მოდელი ელენა ბურჩაკი, რომელსაც რუსული და უკრაინელი მედიის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რომანი ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვთან ახლოს, ავარაშია მოყვა. Telegram-канала 112-ის ცნობით, 27 წლის მოდელი საკუთარი ავტომანქანით Range Rover-ს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტომანქანას თავად მართავდა. იგი დიდი სიჩქარის მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 29 აპრილს მოხდა. როგორც მედია წერს, ბურჩაკი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლასაც არ დაელოდა და შემთხვევის ადგილი Maybach-ის მარკის ავტომობილით დატოვა.

რუსული მედიის ცნობით, ბურჩაკმა და სააკაშვილმა ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ ის "სააკაშვილის მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა."

თუმცა, სხვა ვერსიების თანახმად, მათ საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთად დასასვნებელად მონაკოშიც იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, უკრაინელ მოდელს "პორშე" სწორედ მიხეილ სააკშვილმა აჩუქა. ის საქართველოს ექსპრეზიდენთან ურთერთობას არ მალავდა და ამის შესახებ რამდენიმე ტელეგადაცემაშიც უსაუბრია. იხილეთ სრულად