ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფაზე, რას აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფაზე, რას აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი

ვერტმფრენი აფრენიდან ძალიან მალე ჩამოვარდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფაზე საუბრისას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მოკვლევის პროცესში მოწვეული არიან როგორც ვერტმფრენის, ასევე მისი ძრავის დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენლები. კარანაძის განცხადებით, მოკვლევის პროცესში ჩართულია როგორც საგამოძიებო უწყება, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

ვერტმფრენი აჭარა ჯგუფს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.

"ინტერპრესნიუსი"