ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია - კვირის პალიტრა

ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

ე.წ. ჩინელების ბაზარში ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა.

"ჩინელების ბაზარში გაჩნდა ხანძარი. დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ასევე, დამწვარია პროდუქციის ნაწილი, კერძოდ შერეული ტიპის ტანსაცმელი. ზარალის ზუსტ ოდენობას ახლა ვერ გეტყვით. დაშავებული არავინ არ არის. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ საუბარი ადრეა. ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა. ადგილობრივ მოსახლეობას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

"ინტერპრესნიუსი"