ჩაქვთან მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ჩაქვთან მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა

ჩაქვთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სარკინიგზო ლიანდაგებს კვეთდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. მემანქანემ დამუხრუჭება მოასწრო, რის შედეგადაც, მამაკაცმა შეჯახებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლითაა დაწყებული, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"