"ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს დი­აგ­ნო­ზი" - 31 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს დი­აგ­ნო­ზი" - 31 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის თამთა ბერბიჭაშვილს, რომელსაც მწვავე მიელობლასტური ლეილკემია დაუდგინა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას "ფეისბუქზე" გოგონას ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.

"უსაყვარლეს გოგონას, მეგობარს, დედას რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უმძიმესი დაავადება მწვავე მიელობლასტური ლეილკემია. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს დიაგნოზი. თამთას სასწარფოდ ესაჭიროება ქიმიოთერაპია, ამისთვის პირველ ეტაპზე საჭიროა 35 000$. გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში, რათა ჩატარდეს მკურნალობა. გადარჩეს თამთა და დაუბრუნდეს თავის მეგობრებს, ოჯახს და პირველ რიგში თავის მცირეწლოვან შვილს. ყველა წუთს და ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამთას დასახმარებლად "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი გაერთიანდა. უკვე შექმნილია გვერდი, სახელწოდებით "თამთასთვის" სადაც დახმარების მსურველები არიან გაწევრიანებული.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე: საქართველოს ბანკი - GE65BG0000000736150100

მიმღები: თამთა ბერბიჭაშვილი