სტიქია ხარაგაულში - სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - კვირის პალიტრა

სტიქია ხარაგაულში - სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლებში ინფრასტრუქტურა დააზიანა, სოფელი ლეღვანი კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა: სოფლებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართები და დამხმარე ნაგებობები.

ამ დროისთვის სპეცტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი. ხარაგაულის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები, იმერეთის სამხრეოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"