6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა - კვირის პალიტრა

6 წლის დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. თათვაძემ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.

"დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული", - აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

თათვაძის მწვრთნელი ნანა ჭეფხოძეა.

"ინტერპრესნიუსი"