მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა - მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ - კვირის პალიტრა

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა - მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ

მესტიის სოფელ ბეჩოში მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომლებიც ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. მისივე თქმით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

მესტიის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"