თბილისში მაშველებმა სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში მაშველებმა სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სახლში მაშველებმა ხანშიშესული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სადარზბაზოში უსიამოვნო სუნი იდგა, რის გამოც მეზობლემა 112-ის სამსახურში დარეკეს. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გავიდა. ბინაზე მისულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბინიდან ერთი ადამიანი ეხმაურებოდა, თუმცა კარს არ უღებდა. ამის შემდეგ მაშველებმა კარი გახსენს, რა დროსაც სამაშველო სამსახურს ადგილზე დახვდა ერთი გარდაცვლილი ქალი, მეორე ადამიანი უგონო მდგომარეობაში და კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"