თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანა სახლს დაეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანა სახლს დაეჯახა

ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი - მძღოლი და ორი ექიმი. მათივე ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის - სტაბილურად მძიმე.

"2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის - სტაბილურად მძიმე. სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაზიანებულა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში არც პაციენტი იმყოფებოდა. გამოძახებაზე მიდიოდნენ. წინასწარი მოკვლევით, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"