სკოლის ბანკეტზე მიმავალი მოზარდები ავარიაში მოყვნენ - კვირის პალიტრა

სკოლის ბანკეტზე მიმავალი მოზარდები ავარიაში მოყვნენ

ზაჰესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ბეემვეს" მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მანქანით მოზარდები სკოლის ბანკეტზე მიდოდნენ.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"