"ვხვდებოდი, რომ მღალატობდა... როგორც გახდა ცნობილი, ბიჭი ვალერისგან ჰყავდა"- რას ჰყვება ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი - კვირის პალიტრა

"ვხვდებოდი, რომ მღალატობდა... როგორც გახდა ცნობილი, ბიჭი ვალერისგან ჰყავდა"- რას ჰყვება ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი

ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა შოუბიზნესის ერთ-ერთი განხილვადი წყვილია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან "ვია გრას" ყოფილი სოლისტის გამო მომღერალმა წერტილი დაუსვა თავის მრავალწლიან ქორწინებას და გაეყარა ცოლს, რომელთანაც სამი ქალიშვილი აკავშირებდა. ირინა მელაძე იშვიათად აძლევს ინტერვიუს, მაგრამ ახლახან გადაწყვიტა დათანხმებოდა ეპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, აქვთ თუ არა ურთიერთობა გოგონებს ვარსკვლავურ დედინაცვალთან. ის ამბობს, რომ უკვე აღარ ნერვიულობს ქმრის ღალატზე. განქორწინებამდე 2 წლით ადრე ხვდებოდა ქმრის ღალატს. მუსიკოსი გაურბოდა ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ერთხელაც გაბედა და უთხრა ღალატის თაობაზე სიმართლე. თუმცა, ახალი გატაცების სახელის ხსენება ვერ გაბედა.

მოგვიანებით ირინამ ალბინა ჯანაბაევას შესახებ მეგობრისგან შეიტყო. არადა, რამდენიმე წლის წინ ალბინას ბიჭის დაბადება მიულოცა ირინამ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბიჭი ვალერისგან ჰყავდა.

ირინამ გადაწყვიტა შეხვედროდა მოწინაღმდეგეს. უნდოდა მისთვის თვალებში ჩაეხედა. "არც კი ვიცოდი, რა უნდა მეკითხა მისთვის, მინდოდა მცოდნოდა, ვისთან მქონდა საქმე", - ამბობს ირინა.

ალბინამ უარი განცხადა შეხვედრაზე. მელაძის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ არასდროს ხედავდა ალბინაში მოწინააღმდეგეს. ის ამბობს, ვალერი მალევე რომ მობრუნებულიყო ჩემთან, ვაპატიებდი, სიყვარული ხომ ამოუცნობი ფენომენიაო. ირინას იმედი ჰქონდა, რომ გადაარჩენდა თავის ქორწინებას, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა თითქოს

ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ირინა არ შეეწინააღმდეგა ბავშვების ერთმანეთთან მეგობრობას. "ძმასთან დები ურთიერთობენ, ალბინასთან - არა. გოგონებისთვის ეს ტაბუდადებული თემაა",-ამბობს ირინა.  იხილეთ სრულად