როგორია აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა - რას აცხადებს ექიმი?
11-06-2019
როგორია აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა  - რას აცხადებს ექიმი?
აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მინიმალური სტაბილიზაცია შეინიშნება. პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, იგი გადაყვანილია ნარკოზული ძილის მდგომარეობაში, დაცვითი სედაციის ქვეშ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის მორიგე რეანიმატოლოგმა მარინა მარიამიძემ განუცხადა.

"ამ დროისთვის, პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, მიმდინარეობს დაცვითი სედაცია, დღეს დამატებით რაიმე გართულება არ ყოფილა. გრძელდება მკურნალობა, დამატებითი ჩარევა პაციენტს დღეს არ დასჭირებია“, - განაცხადა მარინა მარიამიძემ.

პაციენტს
სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიყენებული 13 დაზიანება აღნიშნება, რომელთაგან უმრავლესობა გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეში შემავალი ჭრილობებია. მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი, ფილტვები, რამდენიმე ადგილზე - ნაწლავები. პაციენტს რამდენიმესაათიანი ქირურგიული ოპერაცია ჯერ ქარელში ჩაუტარდა, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ კი, იგი ,,გორმედის“ ქსელის გორის
ცენტრალური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარაში, 53 წლის კაცმა 41 წლის მამაკაცს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შინ დაბრუნდა და საკუთარ მეუღლეს ცივი იარაღით 13 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია, მას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები