"ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს" - ვინ არის 9 წლის ქართველი მოცარტი? - კვირის პალიტრა

"ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს" - ვინ არის 9 წლის ქართველი მოცარტი?

ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკა რაჭველი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" პოსტს აქვეყნებს: "მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული...

ღმერთო დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას...14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი, რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!"

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა ცოტნე ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია.

ცოტნეს პირველი კონცერტი ჩატარდება 14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის სააქტო დარბაზში. პატარა ვირტუოზს დიდ წარმატებას ვუსურვებთ და აქვე გთავაზობთ ვიდეოს -  ცოტნე ზედგინიძე საკუთარ ნაწარმოებს "კაპრიჩოს" ასრულებს, რომელიც თურმე ფრანსისკო გოიას მიუძღვნა.