"ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს" - ვინ არის 9 წლის ქართველი მოცარტი?
"ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს" - ვინ არის 9 წლის ქართველი მოცარტი?
ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკა რაჭველი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" პოსტს აქვეყნებს:
"მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული...

ღმერთო დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას...14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი, რატომ
და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!"

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა ცოტნე ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია.

ცოტნეს პირველი კონცერტი
ჩატარდება 14 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის სააქტო დარბაზში. პატარა ვირტუოზს დიდ წარმატებას ვუსურვებთ და აქვე გთავაზობთ ვიდეოს -  ცოტნე ზედგინიძე საკუთარ ნაწარმოებს "კაპრიჩოს" ასრულებს, რომელიც თურმე ფრანსისკო გოიას მიუძღვნა.
მკითხველის კომენტარი (15)
...
13 ივნისი 2019 10:25
საოცარი ბავშვი უდიდესი ნიჭითა და მომავლით.
ავთანდილ ბოლქვაძე
12 ივნისი 2019 15:15
დიდი შემოქმედებითი წარმატებები, უფლისგან დაჯილდოებულ ნიჭიერ პატარას!
ღმერთს ებარებოდეს!..
xyz
11 ივნისი 2019 14:51
მადლობა უფალს, ასეთი ნიჭიერი თაობა რომ გვაჩუქა. შენ, ასაკით პატარავ, მაგრამ დიდო ვარსკვლავო, წარმატებები და უსაზღვრო ბედნიერება!
l
11 ივნისი 2019 14:37
დღეგრძელობა და წარმატებები!!!!!!!!!
ლელა
11 ივნისი 2019 14:03
გენიოსი!!!! რჩეული!!! ღვთის მფარველობა პატარას!!!
...
11 ივნისი 2019 13:50
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ნიჭიერი თაობა.ბრავო და წარმატებები პატარავ.
11 ივნისი 2019 12:40
ღმერთმა დაგლოცოს და გამრავლოს პატარა ვაჟკაცო❤❤❤❤❤❤
Tamari
11 ივნისი 2019 12:37
დიდება უფალს, რა ბედნიერებაა ამ ბავშვის არსებობა, წარმატებები ცოტნეს....
lali sanikidze chikvilazisa
11 ივნისი 2019 12:27
ყოჰაგ გენიოსო
11 ივნისი 2019 12:13
ყყოჩაღ მაგარი ბიჭი ხარ.შენ დიდი მომავალი გაქვს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები