სახლში მისულ ქმარს კარი ჩაკეტილი დახვდა, მაშველები გამოიძახეს და... - რუსთავში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

სახლში მისულ ქმარს კარი ჩაკეტილი დახვდა, მაშველები გამოიძახეს და... - რუსთავში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 35 წლის ქალის ცხედარი ნახეს. არსებული ინფორმაციით, სახლში მისულ ქმარს კარი ჩაკეტილი დახვდა, ადგილზე გამოიძახეს მაშველები, კარის გახსნის შემდეგ, მათ ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"