მაშველი გოგონები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე წელს პირველად იზრუნებენ, უკვე გადამზადდნენ - კვირის პალიტრა

მაშველი გოგონები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე წელს პირველად იზრუნებენ, უკვე გადამზადდნენ

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, რომლებიც წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

უწყების ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

"ინტერპრესნიუსი"