თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დავით უჯმაჯურიძე 51 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

"ინტერპრესნიუსი"