"გვინ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრი­ოთ" - ვინ არიან მაშველი გოგონები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ - კვირის პალიტრა

"გვინ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრი­ოთ" - ვინ არიან მაშველი გოგონები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ

"ჩვენ გვინდა სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და მამაკაცი მაშველების მსგავსად, ადამიანების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი მაშველი გოგონა, რომელიც წელს შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

მაშველი გოგონები აჭარის სანაპიროზე წელს პირველად გამოჩნდნენ. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტები არიან, მათ შესაბამისი წვრთნები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უკვე გაიარეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, მაშველი გოგონების მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

ერთ-ერთი მაშველი ქრისტინე დიდმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ საპასუხისმგებლო პროფესიას 20 წლის ასაკში უკვე დაეუფლა და ფიქრობს, რომ მისთვის მთავარი სანაპიროზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაა.

"ბათუმის საზღვაო აკადემიაში მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ჩვენს სასწავლებელში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და სტუდენტებს შემოგვთავაზეს ვაკანსია, რომლის მიხედვით, ბათუმის სანაპიროზე გოგონებს მაშველის პოზიციაზე მუშაობა მამაკაცებთან ერთად შეეძლოთ. ჩემი კურსიდან სამნი წამოვედით, გავიარეთ ტრენინგები, როგორც სამედიცინო, ასევე სამაშველო ინვენტარის გამოყენების კუთხით. ჩემთვის მთავარია, მოქალაქეები ზღვაში ყოფნისას იყვნენ უსაფრთხოდ და მოვუწოდებ მათ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. განსაკუთრებით პატარებს მიაქციონ ყურადღება... ცოტა ვღელავ, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, იყო მაშველი და ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნო. თითოეულმა მაშველმა უნდა იცოდეს, რომ სანაპიროზე ყოფნისას ყურადღება არ უნდა მოადუნოს და მაქსიმალური გააკეთოს ადამიანების გადასარჩენად. მე პირადად, სურვილი მაქვს გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ და დავიცვა ზღვაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება", - ამბობს ქრისტინე დიდმანიძე. გაგრძელება