"მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სი მაქვს... შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ჩემი არ სჯე­რა, მაგ­რამ ჩე­მამ­დეც ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე" - კვირის პალიტრა

"მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სი მაქვს... შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ჩემი არ სჯე­რა, მაგ­რამ ჩე­მამ­დეც ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე"

"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა. მისთვის დღეს პირველი სამუშაო დღე იყო. რა პროექტების განხორციელებას გეგმავს რეგიონში მომღერალი და გაჰყვება თუ არა სამცხე-ჯავახეთში მეუღლე ხათუნა ჟორდანია, ამის შესახებ ზურა ხაჩიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- ზურა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის რანგში? - დღეს გუბერნატორთან ერთად ინვესტორებს შევხვდით. რეგიონში ტექნიკური პრობლემები იყო, რომელიც ბატონ ბესო ამირანაშვილთან ერთად კარგად დავალაგეთ. ასე რომ, პირველი სამუშაო დღე პოზიტიურად დაიწყო.

- მეუღლე, ხათუნა ჟორდანია გამოგყვებათ რეგიონში საცხოვრებლად?

- მარტო გადმოვედი საცხოვრებლად ბორჯომში, ჩემი ოჯახის წევრები კი თბილისში დარჩნენ. ჩვენი ქალიშვილი - ანასტასია სწავლობს, გამოცდებისთვის ემზადება და ბორჯომში ვერ გადმოვიყვანდით.

- შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან ეს გადაწყვეტილება?

- როცა ეს შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვესაუბრე. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი რეგიონი და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემოთავაზებას დავთანხმდი. შეიძლება ვიღაცას ჩემი არ სჯერა, მაგრამ ჩემამდეც ინიშნებოდნენ მომღერლები თანამდებობებზე, მაგალითად გოგა ხაჩიძე და მან იმ რეგიონისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. ზუსტად ის მიმართულება ჩამაბარეს, რასაც 25 წელია ვემსახურები, ღონისძიებები, მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები და მზად ვარ ყველაფერი პირნათლად შევასრულო.

- ბევრი ფიქრობს, რომ მაღალი ხელფასი გექნებათ, დაახლოებით რა ოდენობის ხელფასი დაგინიშნეს?

- მიზერული ხელფასი მაქვს. ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, დაახლოებით იმდენი მაქვს ხელფასი. თქვენ იცით, ბოლო წლებში წარმატებული გასტროლებიც ხშირად მქონდა ამერიკაში, გერმანიაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი რეგიონი, მირჩევნია მას გამოვადგე. აქ ბევრი ტურისტული ზონაა ასათვისებელი, მოსაზიდია ინვესტორები და ა.შ. თუ ერთ აგურს მაინც დავდებ რეგიონის განვითარებაში, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება და პასუხი იმ ხალხზე, ვინც გამაკრიტიკა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ხათუნა რომ მაკრიტიკებს, ზურა ყოველთვის ჩემს მხარესაა. ისიც ისეთივე გამზრდელია, როგორიც ხათუნა"