რა დაწერა ბათუმის საკრებულოს წევრმა "ფეისბუკში" ქალ მაშველებთან დაკავშირებით, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა - კვირის პალიტრა

რა დაწერა ბათუმის საკრებულოს წევრმა "ფეისბუკში" ქალ მაშველებთან დაკავშირებით, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნოდარ დუმბაძე ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.

საკრებულოს სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" პროგრამების ხელმძღვანელმა რომა დოლაბერიძემ ნოდარ დუმბაძეს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გუშინ ქალ მაშველებთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში იხუმრა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველები პირველად გამოჩნდნენ. ნოდარ დუმბაძემ ქალი მაშველები სოციალურ ქსელში ცინიკურად მოიხსენია.

"ინტერპრესნიუსი"