"სავარაუდოდ, მძღოლმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და გადავარდა ხრამში" - რას ყვება კახეთის გუბერნატორი თუშეთის ავარიაზე? - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, მძღოლმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და გადავარდა ხრამში" - რას ყვება კახეთის გუბერნატორი თუშეთის ავარიაზე?

თუშეთისკენ მიმავალი გზა არის ექსტრემალური და ამიტომ ყველა მძღოლმა, ვინც ამ გზაზე მოძრაობს, განსაკუთრებით უნდა იფრთხილოს, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, თავის დაზღვევის მიზნით, ტერიტორიას მაშველები ათვალიერებენ. ქადაგიშვილი თუშეთის მიმართულებით მოძრავი მანქანების მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ავარის დროს დაშავდა ერთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. თავის დაზღვევის მიზნით მაშველებმა ხეობა დაათვალიერეს, რომ სხვა ადამიანიც არ იყოს, ვისაც დახმარება სჭირდება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სავარაუდოდ, მძღოლმა მანქანა ვერ დაიმორჩილა და გადავარდა ხრამში. ამ გზაზე მოძრავი მანქანის მძღოლი განსაკუთრებული მართვის უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი. ზოგადად ეს გზა არის ექსტრემალური და საფრთხესთან დაკავშირებული, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"