"დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ" - რას აანონსებს ლევან ვასაძე - კვირის პალიტრა

"დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ" - რას აანონსებს ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხვალისთვის საჯარო შეხვედრის დაანონსებას გეგმავს. როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჯაროდ გაამხელენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ არ ჩატარდებაე.წ. კვირეულის არც ერთი ღონისძიება, არც ერთ ადგილას.

“ჩემი დაპატიჟება ძირითადად მამაკაცებს შეეხება. ის გასაკეთებელი, რაც ჩვენ გვექნება, კაცების გასაკეთებელი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით. მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ვასაძემ.

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

"ინტერპრესნიუსი"