გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორსული ქალი გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორსული ქალი გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი გარდაბნის საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს, რადგან შეუძლოთ გრძნობდა თავს, ექიმებმა გასინჯეს, გადაუღეს ექოსკოპია და სახლში გაუშვეს. მოგვიანებით, ფეხმძიმე ქალი კვლავ შეუძლოდ გახდა და გვიან ღამით ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს, დანიშნულია ექსპერტიზები.

"ინტერპრესნიუსი"