ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს
ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს
"კვირას, 20:00 საათზე მამაკაცებს გეპატიჟებით ვერის ბაღში," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვასაძე თანამოაზრე მამაკაცებს ხვალ, შეკრებისკენ, ქალებს და ბავშვებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.

"გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს -
ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას. გეპატიჟებით ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში.

ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს. მერე გადავწყვიტე, რომ
ეს მამაჩემის უბანი - ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის. იქ გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა," - განაცხადა ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა