გორის მუნიციპალიტეტში მამა 2 წლის ბავშვს მანქანით დაეჯახა - მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
15-06-2019
გორის მუნიციპალიტეტში მამა 2 წლის ბავშვს მანქანით დაეჯახა - მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამამ ავტომანქანის სიახლოვეს მყოფი შვილი ვერ შენიშნა და მანქანით დაეჯახა.

ოჯახის წევრებმა, მცირეწლოვანი ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა კლინიკა "გორმედში" შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

"კლინიკაში შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, თუმცა შემოყვანისას ბიჭს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, ის გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა "გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?