მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა - ქედაში გერმანელი ტურისტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა - ქედაში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ქედაში, სოფელ გობრონეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"