ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამდროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა. ამასთან, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის
ძლიერი ქარია.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა