"ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში"
16-06-2019
"ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში"
ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებაში 14 ივნისს თბილისში "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერებსა და მოწინააღდმეგეებს შორის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება ქვეყანას არ წაადგება, რადგან ქვეყნის "სახელმწიფოებრიობა ისედაც მყიფეა".

"კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა,
ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას. ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია საერთოდ.​ შეიძლება, მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია, გადმოვიღოთ და ხალხში ასეთ ვნებას, როცა ხელს უწყობ ალბათ,
უნდა გაიაზროს საზოგადოების ამ (მე არავის შეურაცხყოფა არ მინდა) ნაწილმა, ის რომ რა შეიძლება ამას მოჰყვეს",-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება, ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის.

"ჩვენ კარგად ვიცით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ერის, მრევლის ძალიან დიდი მრევლის რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ მე მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე,როგორც ცხოვრობენ, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა, იმიტომ, რომ თქვენ როგორც ხედავთ, პოლიტიკოსები ებმებიან ამაში და ერთი მხარე ასე ვთქვათ თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ, ისე წაიყვანონ. მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს",-განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?