ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ
ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ
ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ - ეს არის იმ მასალის ნაწილი რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ.
ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ.
ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ
არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის დანადგარები. დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები.

ფოტოებზე სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითებს ხედავთ. კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლების შემოწმებისას ბოლო დღეებში რამდენიმე მსგავსი ფაქტი აღმოაჩინეს.

გაზგამანაწილებელი კომპანია მოგიწოდებთ. უარი თქვით
ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები. დარეკეთ(240 40 04) და შეამოწმეთ თქვენი გაზგაყვანილობა - მომსახურება უფასოა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები