წნორში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

წნორში ხანძარი გაჩნდა

ქალაქ წნორში სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტეპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახერხეს, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, საწყობებში მარცვლეული იყო.

"ინტერპრესნიუსი"