წნორში ხანძარმა ინდოეთის მოქალაქეების კუთვნილი 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გაანადგურა - კვირის პალიტრა

წნორში ხანძარმა ინდოეთის მოქალაქეების კუთვნილი 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გაანადგურა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა. შენობას ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის მოსავლის შესანახად იყენებდნენ.

მერის წარმომადგენლის, მიხეილ კუტიბაშვილის ინფორმაციით, ხანძრის დროს განადგურდა 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამაშველო ბრიგადები და ცეცხლის სალიკვიდაცოო სამუშაოები მიმდინარეობს. რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"