როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ჩვენს ქვეყანაზე და არის თუ არა საქართველოში მომატებული სიმსივნეების მიზეზი რადიოაქტიური დაბინძურება?
17-06-2019
როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ჩვენს ქვეყანაზე და არის თუ არა საქართველოში მომატებული სიმსივნეების მიზეზი რადიოაქტიური დაბინძურება?
ფოტო:დაბინძურების ადგილების მიხედვით შეიქმნა რუკაც, სადაც აღნიშნულია ნიადაგის რადიაციით დაბინძურების ხარისხი. მწვანე - ნაკლებად დაბინძურებული; წითელი - ყველაზე მეტად.
მინისერიალმა "ჩერნობილი", გარდა იმისა, რომ კინოწარმოებაში რეიტინგში დღემდე წარმოუდგენელი პოზიცია მოიპოვა, თავიდან, და შესაძლოა უფრო მძაფრადაც, გააცოცხლა ინტერესი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კატასტროფის შესახებ, რომლის მსხვერპლთა რიცხვი საბჭოთა კავშირის დროინდელი ოფიციალური მონაცემებით, 31 კაცს არ აღემატება, არაოფიციალური ინფორმაციით კი მსხვერპლის რაოდენობა დღესაც იზრდება - ადამიანები რადიაციით გამოწვეული დაავადებებით იხოცებიან, მათ შორის, საქართველოშიც.
...
ფილმის ნახვის შემდეგ და სხვათა ნაამბობით შევიტყვე, რომ თითქოს ჩერნობილის ტრაგედიიდან მალევე საქართველოდან ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში
გაგზავნილი ჩაი საზღვრიდანვე მოაბრუნეს რადიაქტიური ნივთიერებების დიდი შემცველობის გამო. ამ ინფორმაციის დასაზუ­სტებლად ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ვესტუმრე.

წვიმა რადიაციის ნაკვალევს არ შლის


რადიაციული წვიმის კვალი რჩება მცენარეებზე, ნიადაგში, წყალში, ჰაერში, გადადის საკვებში, იქიდან ორგანიზმში და იკვრება უზარმაზარი ჯაჭვი, რომელსაც ზოგჯერ დროული რეაგირების შემთხვევაშიც ვერ მოაქვს სასურველი
შედეგი. ასეთი სახიფათო ჯაჭვის შემქმნელი წვიმის ნაწილობრივი შედეგები ოფიციალურ დოკუმენტში მეცნიერულად აღწერეს ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა.

გიორგი ჯაფარიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი:

- ჩერნობილის კატასტროფამ საქართველოს ზედაპირი ძალიან დააბინძურა. აფეთქების შემდგომ წარმოქმნილი ღრუბლები დასავლეთ ევროპისკენ მოძრავმა ქარმა ჯერ ევროპის­ ქვეყნების თავზე გადაატარა, მერე შემოაბრუნა და თურქეთის გამოვლით დასავლეთ საქართველოში მაისში წვიმად მოვიდა. დაბინძურდა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთის ნაწილიც, გამოკვლევებმა კი რადიაციის კვალი დაადასტურა.

არ ვიცი, საქართველოდან ევროპაში მართლა გაჰქონდათ თუ არა ჩაი, მაგრამ ფაქტია, იმ დროს წულუკიძის რაიონში ჩაის ფოთლებზე რადიაციის დონე დასაშვებზე 20-40-ჯერ მაღალი იყო. ჩაი ფიზიკის ინსტიტუტში შემოწმდა. სამეგრელოდან და გურიიდანაც მოჰქონდათ სხვადასხვა ტერიტორიაზე მოკრეფილი ეს მცენარე, იზომებოდა რადიაციის დონე, ადგენდნენ შემცველობასა და ნორმიდან გადახრას. ის ჩაი მოსახმარად უვარგისი იყო. ჩერნობილის კატასტროფამ საქართველო უფრო შავი ზღვიდან დააბინძურა. დღესაც ჩვენი ზღვა ორჯერ მეტად დაბინძურებულია, ვიდრე 1986 წელს. დნეპრი და მისი შენაკადები შავ ზღვაში კვლავაც მიეზიდებიან რადიაციულ ნარჩენებს...

მიუხედავად იმისა, რომ გაზო­მვები ტარდებოდა, რამდენად მოიმატა რადიაციის დონემ ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ საქართველოში, ზუსტი მონაცემები უცნობია. ეს დაზუსტებულ კვლევებს საჭიროებს.

გამოძიების დროს გამოიყენება ტერმინი "გამოძიების დაშლა" - როდესაც გამომძიებელი საქმეს ისე დაშლის, რომ დაინტერესებულმა პირმა ვერაფრის დაზუსტება ვერ შეძლოს. ასე მოხდა ჩერნობილის შემთხვევაშიც. ინფორმაციის მოგროვების, შენახვის, გადაცემისა და გაანალიზების ისეთი სისტემა შექმნეს, რომ მომავალმა თაობებმაც ვერ დაადგინონ, რა მასშტაბის ზარალი გამოიწვია. შედეგების მოცულობა დამალეს ყველა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ნაწილობრივ არსებობს გაზომვები, მაგრამ არათანამიმდევრული, არასახელმწიფოებრივ დონეზე, ცალკეული ჯგუფების მიერ ჩატარებული.

- რადიაქტიური ნალექი რომ წვიმის სახით­ ჩამოირეცხა, მხოლოდ ფოთოლზე ხომ არ დარჩენილა, ნიადაგი, წყალი გამოკვლეულია?
- ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტს ჰქონდა ეს მონაცემები. დაბინძურების ადგილების მიხედვით შეიქმნა რუკაც. კუნძულებივით მოინიშნა ადგილები ბათუმთან, გურიაში და ა.შ.

- რა იყო იმ ღრუბელში?

- ყველაფერი, რაც ჩერნობილში გაიფრქვა: ტყვია, იოდი, სტრონციუმი...

ჟანა დარკი.
18 ივნისი 2019 00:20
ხალხს ნუ აგიჟებთ. რა თქმა უნდა საქართველოზეც იმოქმედა, მაგრამ ასე რომ ვიმსჯელოთ, მაშინ უკრაინა, ბელორუსია, პოლონეთი და თუ გინდ რუსეთის დასავლეთი ნაწილი, დღეს არ უნდა არსებობდეს. თქვენ იკითხეთ 80%-ი რა შემოაქვთ, რაზე მდიდრდებიან და გვაჭმევენ. რა ბენზინს გვაყნოსინებენ, ამ ჯაგლაგი მანქანების მეშვეობით, საქართველოს ბუნებას როგორ ექცევიან. და ძალიან ბევრი სხვა ფაქტორები. ალბათ მოდის ჟამი პასუხისმგებლობისა და ეს ისედაც დებილი ხალხი, ხომ კიდევ უნდა დაადებილონ. ღმერთის წყალობით, კიდევ შემოგვრჩა, პატრიოტები და ჭკვიანები.
მეგრე
17 ივნისი 2019 15:55
დაუსაბუთებელი
ss
17 ივნისი 2019 12:30
რაც შეეხება ჩაის, გდრ-ში, მოსკოვდს და ლენინგრადში გასაგზავნი ჩაი გაგზავნილ იქნა შუა აზიაში

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?